ლიპეცკთან ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისში, სავარაუდოდ დღეს ჩამოიყვანენ. რუსეთის მიმართულებით ორი ავტობუსი უკვე გაგზავნეს. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 17 ადამიანი.

ორივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ავტობუსი, რომელიც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ამოტრიალდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებული და დაღუპული მოქალაქეების იდენტიფიცირება. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა.

დატოვე კომენტარი