ლინდსი გრემის განცხადება

თქვენ უნდა დაარწმუნოთ პუტინი, რომ თუ ეს ომი სამართლიანად და ღირსეულად არ დასრულდება, რაც მოიცავს უკრაინის მიერ დათმობებზე წასვლასაც, ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ.

ასე მიმართავს დონალდ ტრამპს და მარკო რუბიოს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი. აღნიშნულთან დაკავშირებით მან „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. გრემის თქმით, ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, გადამწყვეტია ომის დასასრულებლად. გრემმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ტარიფები, რომლებიც ტრამპმა ინდოეთს დაუწესა, გახდა მიზეზი, რამაც პუტინს ალასკაზე ჩასვლა აიძულა. სენატორმა ევროპელ მოკავშირეებსაც მიმართა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. გრემი მიიჩნევს, რომ ალასკაში გამართული შეხვედრა, საკმაოდ წარმატებული იყო.