ლილუაშვილის სასამართლო

15:11, 26.08.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე დაიკითხება, რომელიც ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრია. ადვოკატის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოწმე სუს-ის ყოფილი უფროსის უდანაშაულობას დაამტკიცებს, რადგან მისივე თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილს თანხა მიუტანა. როგორც ცნობილია, პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა 24 აგვისტოს დაასრულა, ახლა კი – სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. პროკურორის თქმით, ვერცერთი მოწმე გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას ვერ დაადასტურებს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი