ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის წინა სასამართლო სხდომა მომდინარეობს, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გაირკვევა გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად. სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომას დაეწერება თავად ბრალდებულიც. ჯერჯერობით უცნობია, ისარგებლებს თუ არა ის სიტყვის უფლებით, პროკურატურა სხდომის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს. პროცესების დახურვას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე. დაიხურება თუ არაა პროცესები, ამაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უნდა მიიღოს. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.