ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

18:19, 09.09.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის  საქმის განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში, თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის დაკითხვა, რომელიც, ასევე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არის მსჯავრდებული. როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ანდრია ლილუაშვილმა თქვა, რომ ის იყო ბიზნესმენი და ეწეოდა კონკრეტულ საქმიანობას. შესაბამისად, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო საქმიანობას ეწეოდა. ასევე, თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან მას შეხება არ ჰქონია. დაცვის მხარის თქმით, დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილს ქოლცენტრებიდან, არანაირი წილი არ მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. საქმე უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის და საქმეზე გადაწყვეტილება თვის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.  პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. შეგახსენებთ გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი