ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი მიმდინარეობს.

ლილიან მორი პასკიე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა, საიდანაც საკუთარი თვალით დაინახა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა. დღესვე ის წეროვანში მყოფ იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა.

თემის დეტალები „მოამბეში.“