ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილე

 ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილე აღინიშნა. დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინა ლილი იოსელიანის მიერ შექმნილი ჩანახატები და პორტრეტები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. დიდ დარბაზში კი წიგნი-ალბომის „ლილი იოსელიანი“, პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში დიდი რეჟისორისა და პედაგოგის შესახებ წლების განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები, რეცენზიები, შემოქმედებითი პორტრეტებია თავმოყრილი. საიუბილეო საღამოზე ასევე დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით „ლილი იოსელიანი“, პრემიერაც გაიმართა.