ლიკა ქავჟარაძე დღეს 60 წლის გახდებოდა

ლიკა ქავჟარაძე დღეს 60 წლის გახდებოდა. 12 წლის ასაკში ის მოკლემეტრაჟიან ფილმში „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო ათეულობით კინოროლი. თუმცა, განსაკუთრებული აღიარება ლიკა ქავჟარაძეს თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.

ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს პირველი არხი დღეს მაყურებელს 16:10 საათზე „ნატვრის ხეს“ სთავაზობს.