ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის განცხადება

„რუსეთის სამხედრო ძალების ბელარუსში წვრთნებისთვის გადაყვანას ლიეტუვა პირდაპირ საფრთხედ განიხილავს“, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „შექმნილ ვითარებაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანას მივიჩნევთ არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორად, არამედ კიდევ უფრო დიდ პირდაპირ საფრთხედ ლიეტუვისთვის”, – წერს მინისტრი. ის მოუწოდებს ვაშინგტონსა და ნატო-ს, მოახდინონ რეაგირება რეგიონში მეტი ძალების განთავსებით. მოსკოვმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, შეიარაღებული ძალები ქვეყანაში ორშაბათს შეიყვანა.

დატოვე კომენტარი