ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერიც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილი სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.