ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება - გამოხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაა“.

„ვფიქრობ არაერთხელ გავუშვით შესაძლებლობა უფრო მძლავრი გზავნილი გაგვეგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მის მიერ არჩეული გზის გამო. ეს შეეხება კანონებს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი რეგულირდება. სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშში ვიხილეთ საარჩევნო დარღვევები. ვფიქრობ, ეს იყო განსაკუთრებული დრო, როდესაც ჩვენ უფრო ძლიერი გზავნილები უნდა გვქონოდა, მათ შორის სანქციებით. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ქმედებები მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს იყო ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. ცხადი იყო, რომ გაგრძელდებოდა დაღმასვლა. ამ ვითარებიდან გამოსვლის გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ ვითარებასთან დაბრუნებაა, სადაც ვიყავით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მის ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში.