ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

ჰააგაში, დიპლომატიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, პუტინის ნაბიჯების ერთ-ერთი მიზეზი 1940-იან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციის, საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრის, რუსეთის დაუსჯელობაა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის რეპარაციების არარსებობამ აგრესიის განახლება გამოიწვია – კერძოდ, 2008 წელს საქართველოში, 2014 და 2022 წლებში კი – უკრაინაში.