ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი

ის, რაც სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარშია აღწერილი, საკუთარი თვალით ნახა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგები საქართველოში მყოფი მაღალი რანგის სტუმრის დღის წესრიგის მთავარი თემაა. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებზე ოფიციალურმა თბილისმა პირობა მიიღო, რომ ლიეტუვა ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველოს და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერ გზავნილებს გააჟღერებს და საქართველოს წევრობის დაჩქარების საკითხს დასვამს. ლიეტუვის პირველი პირი ჩვენს ქვეყანას ალიანსის გარდაუვალ ოჯახის წევრად ხედავს.

გიტანას ნაუსედა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებითაც დაინტერესდა და ინფორმაცია პირადად მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერებისგან მიიღო. იმ უთანხმოებების ფონზე, რაც შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების გარშემო არსებობს, ორივე მხარემ ლიეტუვის პრეზიდენტისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.