ლიეტუვას თეატრის სპექტაკლი თბილისის ფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სრულდება.

ბოლო დღეს ცნობილი ლიეტუველი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის დადგმას, „ტარტიუფს“ წარმოადგენენ. ეს იქნება მოლიერის კომედიის მისეული ინტერპრეტაცია. ერთთვიანი ფესტივალის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა თანამედროვე რეჟისორების არაერთი გახმაურებული სპექტაკლი ნახა.