ლიეტუვის დასი საქართველოში

ლიეტუვას საჩუქარი ქართველ მაყურებელს. საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავის აღსანიშნად, ქალაქ ნაისაის დასმა ქართველ მაყურებელს სპექტაკლი ამჯერად რუსთაველის თეატრში წარუდგინა.

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, „გზა სამოთხისაკენ“ უკვე ნახეს ზუგდიდსა და ზესტაფონში. 20 ნოემბერს კი წარმოდგენაზე დასწრების საშუალება თელაველ მაყურებელს ექნება.