ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები მოსამართლეებს, პროკურორებს, პარლამენტის წევრებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დაუწესდათ. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ გვერდის საძიებო სისტემაში, ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.