ლიეტუვა – საქართველო პირველ არხზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზას ლიეტუვის საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 17:00 საათზე „დარიაუს ირ გირენოს“ სტადიონზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლიეტუვასთან დაპირისპირებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. დანაკლისის გარეშე ეს მატჩიც არ ჩაივლის – გუნდს ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი და საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე-100 მოგება იქნება.