ლიეტუვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვებს აწესებს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვებს აწესებს ლიეტუვა.  სახელმწიფოს მიგრაციის დეპარტამენტმა სანქციების დაწესების პროცედურა დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, დაექვემდებარა შეზღუდვებს.