ლიდერთა საბჭოს შეკრება

არჩევნების დროს კენჭისყრაში მოქალაქეთა სავალდებულო მონაწილეობაზე მსჯელობს ლიდერთა საბჭო.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. პარტიებში აცხადებენ, რომ ცვლილების შემთხვევაში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. ლიდერთა საბჭოს წევრების განცხადებით, არ არის გამორიცხული ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ.