ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების საქმე

ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის დეტალების გარკვევას შესაბამისი სამსახურები ცდილობენ.  უწყების წარმომადგენელის განცხადებით, 23 წლის მეზღვაურს, სამშობლოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.  ლიბიაში გაუჩინარებული დავით რაზმაძე, გარდაცვლილი ნავმისადგომთან იპოვეს. მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.