ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის წევრების განცხადება

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ 22 წლის დავით რაზმაძეს გემზე მყოფ მეზღვაურთან, სავარაუდოდ, კონფლიქტი ჰქონდა და ის განზრახ მოკლეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სამინიტროს წარმომადგენელის განცხადებით, გარდაცვლილის გადმოსვენება მას შემდეგ მოხდება, რაც ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს. მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.