ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამო 

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამო გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე გაცოცხლდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი ეპიზოდი. ასევე მოეწყო მსახიობის წიგნის, „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.