ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“
მრავალწლიანი მუსიკალური ტრადიცია გრძელდება.
ცნობილი მევიოლინეს მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელს ამჯერადაც ჟანრობრივად მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. მათ შორის აჟღერდება ის კომპოზიციები, რომლებსაც ლიანა ისაკაძე ასრულებდა. ქართველ არტისტებთან ერთად სცენას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსებიც დაიკავებენ. საღამოები სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. პირველი კონცერტი ბორჯომში დღეს იმართება.