ქუთაისი ლიანა ისაკაძის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. მონაწილეობენ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან. მათ შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული. ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელია, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი – გიორგი ისაკაძე. მიზანია ახალგაზრდა შემსრულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა.