ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის მეოთხე კონცერტი გაიმართა. საღამოზე, სახელწოდებით „ტანგოს სული“ ქართველთან ერთად, უცხოელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. ოქტომბერში ფესტივალი უკვე თბილისში გაგრძელდება. 11 ოქტომბერს ფესტივალის დასკვნითი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართება.