ლევილის მამულის „ახალი სიცოცხლე“ – საზეიმო გახსნა
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტი საქართველოს სახელმწიფომ დააფინანსა და განახორციელა. საზეიმო ღონისძიებას საფრანგეთში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობენ ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები, ასევე ყველა ის ადამიანი, რომლებიც ლევილის მამულის ისტორიასთან სხვადასხვა დროს იყვნენ დაკავშირებული.
სტუმრებმა დაათვალიერეს მამულის ტერიტორია, მათ შორის შატოს ვენახები და ოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლევილის ქართველთა მამულის ბიბლიოთეკისთვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენა. მუსიკალურ პროგრამას კი ანსამბლი „ერისიონი“ წარმოადგენს.