ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა, –  ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი.

ლევან ყიფიანი წასვლის მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი წასვლა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება. საკითხს მთავარი პროკურატურა იძიებს.

დაგეგმილია ლევან ყიფიანის გამოკითხვა.