ლევან ყიფიანის გამოკითხვა

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ყიფიანი პროკურატურაში იმ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ყიფიანის გარდა გამოკითხვაზე არის დაბარებული ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილიც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას გამოძიება საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხავს. გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.