ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება. ამის შესახებ მან ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.  მისი თქმით, გარე ძალები საქართველოს გლობალისტების ორგანიზაციისკენ უბიძგებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.

ლევან ვასაძის განცხადებით, მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ მიმდინარე კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.