ლევან თუთბერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა

მალე მაყურებელი ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს ნახავს.

ლევან თუთბერიძის მიერ აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ნამუშევარი სხვადასხვა პროფესიის და სოციალური სტატუსის მქონე თბილისური ოჯახების ისტორიებს და ამბებს აერთიანებს.

„სამურაი დასვენების ჟამს“ – ასე დაასათაურეს ფილმი, რომელსაც პირველად ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ფესტივალზე აჩვენებენ.

რეჟისორმა ფილმი ეროვნულ კინოცენტრის მხარდაჭერით და პირველი არხის თანამონაწილეობით გადაიღო. „სამურაი დასვენების ჟამს“ საფესტივალო ცხოვრებას ლოს-ანჯელესში გამართული ჩვენების შემდეგაც განაგრძობს. მარტში კი თუთბერიძის ახალ კინოსურათს ქართველი მაყურებელიც იხილავს.