ლევან თარხნიშვილის ბრიფინგი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში ლევან თარხნიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპები აქტიურად ეწევიან „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის აგიტაციას. თარხნიშვილის განცხადებით, „შიდა ქართლის ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი“ მმართველი გუნდის დავალებით მხარდამჭერთა პირად მონაცემებს აგროვებს. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის განცხადებით გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან მერიის დასუფთავების სამსახურმა მათი პლაკატები  ჩამოხია.

დატოვე კომენტარი