ლევან სიგუას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება

42 წლის ლევან სიგუას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება.

სამართალდამცველების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ გარდაცვლილის მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები. მათ პოლიციის განყოფილება უკვე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავს.