ლევან სიგუას მკვლელობა

ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მომხდარი მკვლელობა ჯერ ისევ გაუხსნელია. გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, ლევან სიგუა საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან მოკლეს.

სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს 42 წლის მამაკაცის მეზობლებმა, თუმცა ამბობენ, რომ რა მოხდა დოლიძის 29 ნომერში არ იციან.

საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები მთელი დღეა მიმდინარეობს, ამ წუთებში კი გამოძიება ჩვენების შეჯერების ეტაპზე გადადის.

“მოამბის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ეჭვმიტანილის ვინაობა უახლოეს საათებში დადგინდეს.

რა გახდა ლევან სიგუას მკვლელობის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას, თემაზე მარიამ სეთურიძე მუშაობდა.