ლევან შუბაშვილის #ტელედოკი „გოგონა ველოსიპედით“

ფილმის მთავარი გმირი, 20 წლის ნათია ბერაშვილია.

ნათიას მანქანებისადმი მისწრაფება ბავშვობიდან აქვს, რაშიც დიდი წვლილი მამამისს მიუძღვის, რომელიც სატვირთოს მძღოლია, იგი კარალეთიდანაა და თბილისში ნაქირავებ ბინაში, დიასახლის კლარა ბებოსთან ერთად ცხოვრობს.

ნათიამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ „სხვაგან მოხვდა“, ახლა, ის სულ ცოტა ხანია, რაც ავტომექანიკოსად მუშაობს და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად ცდილობს, ბავშვობის ოცნება თავის მუდმივ პროფესიად აქციოს.

ტელედოკი

დოკუმენტური ფილმები

დატოვე კომენტარი