2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს ლევან ნიკოლეიშვილი აფასებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა არა 11 წლის წინ, არამედ უფრო ადრე. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო პროვოკაციის აცილება, რაც არ გააკეთა.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაუშვა ბევრი შეცდომაც. ამ შეცდომებს შორის ნიკოლეიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, ევაკუაციის არგანხორციელებას და ბრძოლის ველზე დაღუპულების მიტოვებას ასახელებს.