ლევან მგალობლიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში უნგრეთის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოსთან საუბრისას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკურ კურსსა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.