ლევან მგალობლიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში განთავსებული, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებაზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.