ლევან მამალაძის განცხადება

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების გამოძიების შეგნებულად ხელშეშლაზე საუბრობს საზოგადოებრივი პლატფორმის, „დაიცავი მშვიდობა“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე. მისი თქმით, აგვისტოს ომში იკვეთება მიხეილ სააკაშვილის კომერციული ინტერესები. მამალაძე ამბობს, რომ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას უკვე მიმართეს და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მითითებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტები, უწყებიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.