ლევან მაჭავარიანის განცხადება

12:02, 31.08.2026

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის, მესამე სექტორისა და რევოლუციური სცენარის შესახებ მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს. აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები, თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“. ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია: აგენტურის მიერ ქვეყნის მუდმივი საბოტაჟისა და რყევის მიუხედავად, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით დგას მოწოდების სიმაღლეზე.

ლევან მაჭავარიანის თქმით, გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გარე პატრონების დავალებით სწორედ კრიზისის დასამძიმებლად მოხდა. წერილში აქცენტია გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მის გეგმებზეც.

მსგავსი