ლევან კოღუაშვილის ფილმის წარმატება

ქართველი რეჟისორის წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მიიღო. ფილმს ჯილდოები გადაეცა სამ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი.

„მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს პირველი არხია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.

ფილმში მთავარ როლებს კახი კავსაძე და ლევან თედიაშვილი ასრულებენ. „ოთხი ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიაზეა აგებული. რეჟისორი საქართველოში ფილმის ჩვენებას შემოდგომაზე აპირებს, ნამუშევარი ათამდე ფესტივალზე იქნება წარდგენილი.