ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა
კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ჯილდო „ოქროს გლობუსის“ გალა-დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა. კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“.
ლევან კოღუაშვილის საერთაშორისო აღიარება ქართული კინოს მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.