ლევან კოღუაშვილის „გურიის“ მსოფლიო პრემიერა 

21:55, 10.09.2026

ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე.

ლევან კოღუაშვილის კინოსურათი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს. პრემიერა კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და თავად კინოფესტივალის დირექტორი ალბერტო ბარბერაც ესწრებოდა. ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა აუდიტორიის დადებით შეფასებები დაიმსახურა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების გურიაში ხდება და ორი მეგობრის ისტორია მოგვითხრობს. ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. „გურია“ საქართველოს სახელით ამერიკული კინოაკადემიიის უმაღლეს ჯილდოზე, ოსკარზეა წარდგენილი. კინოსურათი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.

 

მსგავსი