ლევან კოღუაშვილის „გურია“ ვენეციის კინოფესტივალზე

21:57, 09.09.2026

ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე.

დღეს ლევან კოღუაშვილის ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაა. ფილმს სახელწოდებით „გურია“ ფესტივალის ერთ-ერთ სექციაში აჩვენებენ. მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და სიყვარულზე გადაღებული ფილმი შვიდი ქვეყნის კოპროდუქციაა. მას „ოსკარის“ ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსიც აქვს – სწორედ „გურია“ წარადგინეს ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის ნომინაციაში საქართველოდან კანდიდატ ფილმად. ფილმის მსოფლიო პრემიერის პარალელურად, ვენეციაში ქართული დელეგაცია მიღებას, პრესისთვის სპეციალურ ჩვენებას და კიდევ რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.

მსგავსი