ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა
ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჩვენებას კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და თავად კინოფესტივალის დირექტორი, ალბერტო ბარბერაც დაესწრო. მისი შეფასებით, ქართველებს ნიჭიერი რეჟისორები ჰყავთ.
კინოსურათი „გურია“ – Venice Spotlight-ის სექციაშია წარმოდგენილი, რომელიც აერთიანებს მხატვრული ხედვით გამორჩეულ ნამუშევრებს. ამ სექციაში წელს მხოლოდ რვა ფილმია წარმოდგენილი.
„გურია“ შვიდი ქვეყნის – საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის კოპროდუქციაა. ფილმის თანაპროდიუსერი საქართველოს პირველი არხია.