ლევან კოღუაშვილის დაჯილდოება
ცნობილი ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი წარმატება და საერთაშორისო აღიარება. ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადასცეს. ეს არის ჯილდო, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის კინოსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს გადაეცემათ. ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ექვს ლაურეატს შორის მოხვდა. დაჯილდოება სამ ნომინაციაში გაიმართა, კოღუაშვილმა ჯილდო როგორც ნოვატორმა მიიღო.
ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე, – ქართველი რეჟისორის ახალი კინოსურათი, შვიდი ქვეყნის კოპროდუქციას წარმოადგენს. გურია საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. საქართველოდან ოსკარზე სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმია წარდგენილი.