ლევან ხარაბაძემ ციურიხში სადებიუტო გოლი გაიტანა

12:52, 10.02.2019

ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძემ, რომელიც მარცხენა მცველია, ციურიხში სადებიუტო გოლი გაიტანა.

19 წლის ქართველმა შვეიცარიის სუპერლიგის მე-20 ტურში ციურიხულ დერბიში მიიღო მონაწილეობა. მისმა გუნდმა თანაქალაქელი გრასჰოპერსი მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ხარაბაძემ მე-7 წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ციურიხმა კი 3:1 მოიგო და 28 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ლევან ხარაბაძე დინამო თბილისის აღზრდილია და შვეიცარიულ კლუბში იჯარით თამაშობს.

მსგავსი