ლევან ხაბეიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

15:01, 12.09.2025

ლევან ხაბეიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ის ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

საქმის დეტალებისა და პოლიტიკური შეფასებების შესახებ – ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი