„ოკუპანტ რუსებთან რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, პირობა რომ საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, რადგან ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. უფლის სიყვარული, ქრისტესმიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა” – ეს არის პუნქტები ლევან ხაბეიშვილის წერილიდან, რომელსაც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თანამოაზრეებს ახალ შეთანხმებას სთავაზობს. „თანხმობის 5+1 პუნქტი“ – ასეთია მისი გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების პროპაგანდა დასრულდება და ევროპასთან ინტეგრაცისა და ეკონომიკურ სიკეთეებზე მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდება.
წერილს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.