ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი

15:52, 05.05.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილმა დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს და მის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ-წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან. ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი