ლევან ხაბეიშვილის სასამართლო

15:39, 30.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე პროცესი იმართება, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, მათ შორის პროკურატურა წარადგენს ვიდეო მტკიცებულებებს. პროკურორის თქმით, საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს – დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს იყო ხაბეიშვილის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რაც კანონდარღვევა არ არის. ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე. მურთაზ ზოდელავას კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი